пятница, 16 октября 2009 г.

1.-პროექტის სახელი:დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და საქართველო
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით: პროექტი მზადდება მეათე კლასში,საპროგრამო მასალის მიხედვით გეოგრაფიაში ("გეოგრაფიული აღმოჩენები" ) და ისტორიის მიხედვით:" დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები".
3. პროექტის სრული აღწერა:სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი მოკლედ მიმოიხილავს საკითხებს,რომელიც ძალიან საინტერესოა და შესაძლებელია ამ საკითხების გაშლა. მოსწავლეებს ვყოფ 4-5 კაციან ჯგუფებად ისე ,რომ თვითოეულ ჯგუფში ერთი ლიდერია, მეორეს შეუძლია სლაიდ-შოუს გაკეთება, მესამე დაამუშავებს ტექსტს, მეოთხე და მეხუთე ტექსტს წაიკითხავენ. დაფაზე ჩამოვწერე მოგზაურების გვარები: მარკო პოლო, კოლუმბი, ვესპუჩი, ვასკო და გამა, მაგელანი,კუკი, ტასმანი და ქართველები სულხან საბა ორბელიანი ,ვახუშტი ბატონიშვილი. დრო 1 თვე. ჯგუფებმა დაინაწილეს საქმე. ლიდერები მაწვდიან ინფორმაციას შესრულებულ სამუშაოზე. ბოლო ეტაპზე ხდება მუშაობა ინფორმატიკის ოთახში პროექტორის თანხლებით. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისთვის აქვს 3-5 წუთი, ამ ეტაპზე ხდება საბოლოო დახვეწა-ტექსტის გამოთქმით კითხვა და ტექს
ტის შეჯერება სლაიდ-შოუსთან.
4.მონაწილეთა ასაკი:15 წელი
5.ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე (20 სექტემბერი-20 ოქტომბერი)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, სლაიდ- შოუს მომზადება,ტექსტებზე მუშაობა, რუკებზე მუშაობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინტერესო ტექსტები, სლაიდ-შოუები,რუკები, კლასის ჟურნალი სურათებით და ტექსტებით. 8.სარგებელი სხვებისთვის: მოისმენენ და ახალ ინფორმაციას გაიგებენ, თვითონაც გაუჩნდებათ სურვილი კეთების და უცხო აუდიტორიასთან თავის წარმოჩენის (მე-8 და მე-9 კლასებს დავასწრებ ღონისძიებას.) დანარჩენ კლასებს ვაჩვენებ სლაიდ-შოუს
პროგრამის შესაბამისად.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-
გეოგრაფია, საპროგრამო მასალის გაღრმავება
12.პროექტის ფასილიტატორი: ლუიზა ხალაძე
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: luizaxaladze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://luizaxaladze.blogspot.com/